კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული შეკითხვები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებით

 

გიორგი: ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პროგრამის ჯანმრთელობის დაზღვევის ბენეფიციარი. მაინტერესებს დამიფინანსდება თუ არა თვალის რქოვანის გადანერგვა?

მედიაციის სამსახური: არ დაგიფინანსდებათ, რადგანაც ეს ოპერაცია მიეკუთვნება ტრანსპლანტაციას, ხოლო ტრანსპლანტაცია მთავრობის № 32 დადგენილების თანახმად გამონაკლისებში გადის.

 

თამუნა: სად შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100-ის აღება?

მედიაციის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100-ის ასაღებად უნდა მიმართონ თავიანთ ოჯახის(უბნის) ექიმს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკაში.

 

ლევანი: ვის წარედგინება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100?

მედიაციის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100- წარედგინება სადაზღვევო კომპანიას.

 

აია: ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროგრამით დაზღვეული. მაინტერესებს, სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს თუ არა მედიკამენტების ღირებულებას?

მედიაციის სამსახური: მედიკამენტების ღირებულება სადაზღვევო პოლისით არ ნაზღაურდება (თუ ეს არ შედის სადაზღვევო კომპანიის დამატებით პირობებში). მაგ. ჯიპიაი ჰოლდინგს აქვს მედიკამენტებზე 14-20 პროცენტამდე ფასდაკლება.

 

ნინო: სადაზღვევო პოლისით ფინანსდება თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია, გასტროფიბროსკოპია?

მედიაციის სამსახური: მთავრობის № 32 დადგენილების თანახმად ფინანსდება მხოლოდ წინასაოპერაციო კვლევები. შესაბანმისად კომპიუტერული ტომოგრაფია და გასტროფიბროსკოპია დაფინანსდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი საჭირო იქნება ოპერაციული ჩარევის აუცილობლობის განსაზღვრისათვის.

 

ირმა: ფინანსდება თუ არა სადაზღვევო პოლისით გეგმიური თერაპიული მკურნალობა?

მედიაციის სამსახური: მთავრობის № 32 დადგენილების თანახმად გეგმიური თერაპიული მკურნალობა მიეკუთვნება გამონაკლისებს და ამიტომ მსგავსი მკურნალობა არ ფინანსდება.

 

თენგიზი: ფინანსდება თუ არა სადაზღვევო პოლისით კბილის პროტეზი?

მედიაციის სამსახური: არ ფინასდენა, რადგანაც მიკუთვნება ეგზოპროთეზირებას. ხოლო ეგზოპროთეზირება მთავრობის № 32 დადგენილების მიხედვით გადის გამონაკლისებში.  ასევე არ ფინანსდება ხელის და ფეხის პროთეზი, სასმენი აპარატის ღირებულება.

 

 

ხშირად დასმული შეკითხვები ჯანმრთელობის მედიაციის სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით

 

ა ფუნქცია აქვს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიატორს?

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიატორი განიხილავს იმ მომართვებსა და დავებს, რომლებიც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა ასპექტებს.

 

ვის შეუძლია მომართვის წარდგენა?

ნებისმიერ პირს, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილეობს.

 

რის შესახებ შეიძლება იყოს მომართვა?

მომართვა, რომლითაც თქვენ მიმართავთ მედიატორს უნდა ეხებოდეს ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა საკითხებს.აუცილებელი წინაპირობა იმისა რომ თქვენი მომართვა ჩაითვალოს ძალმოსილად არის დასაბუთებული წერილობითი უარი თქვენი სადაზღვევო კომპანიიდან. (კომპანიას უარი უნდა ჰქონდეს ნათქვამი თქვენთვის კონკრეტული ზარალის მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურებაზე და ეს უარი წერილობითი სახით უნდა ჰქონდეს დასაბუთებული).

 

რა შემთხვევაში არ განიხილავს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიატორი თქვენს მომართვას?

თუ კი პირმა ხელახლა მოგვმართა იმავე საკითხზე და არ არსებობს დამატებითი გარემოებები;
თუ კი იგივე საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ან მიღებულია სასამართლო გადაწყვეტილება.

 

რა სახის მომართვებს არ განიხილავს ჯანრთელობის დაზღვევის მედიატორი?

მომართვებს, რომლებიც შეეხება სამედიცინო დაწესებულების ან პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ან ჩატარებული მკურნალობის ხარისხს;
მომართვებს, რომლებიც სახელმწიო ჯანდაცვის პროგრამებთან არის დაკავშირებული ;
წმინდა კომერციული ხასიათის მომართვებს (პრემიის ოდენობის შემცირება და ა. შ.) .

 

რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი მომართვა ჩაითვალოს მიღებულად?


ამისთვის თქვენ უნდა შეავსოთმომართვა ფორმა. რისთვისაც ორი გზა არსებობს:
თქვენ შეგიძლიად დაგვიკავშირდეთ ნომერზე 555 115, სადაც მოხდება ოპერატორის მიერ ტელეფონით მომართვის ფორმის შევსება; გადმოიწეროთ მომართვის ფორმა ჩვენი ვებ-გვერდიდან, შეავსოთ დამოუკიდებლად ან თქვენი წარმომადგენლის დახმარებით და გამოგზავნეთ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე:

 

მომართვის ფორმის შემდეგ როგორ მიმდინარეობს პროცესი?

მომართვის ფორმის მიღებიდან 5 დღის ვადაში მედიაციაციის სამსახურის კონპეტენტური ჯგუფი განიხილავს თქვენს მომართვას და ობიექტრი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მისცემს მომართვას მსვლელობას, რაც ნიშნავს იმას რომ დაიწყება მედიაციის პროცესი. ამ პროცესის ვადა 1 თვეს შეადგენს, თუმცა შესაძლოა მან მეტ ხანსაც გასტანოს.ხოლო თუ კი თქვენი მომართვა მოკლებულია ობიექტურ საფუძველს ან საკითხი ცდება მედიატორის კომპეტენციას, ჩვენი სამსახური მოგცემთ სრულფასოვან ახსნა-განმარტებას და მოახდენს თქვენი მომართვის კოპმეტენტურ სტრუქტურაში გადამისამართებას.

 

ვინ არის მედიაციის პროცესში ჩართული?

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის მხრიდან მედიაციის პროცესში ჩართულნი არიან: მედიატორი, იურიდიული კონსულტანტი, ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალისტები.