იაფი დაზღვევა
საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ მოდელს სთავაზობს. 2009 წლის 1 მარტიდან 21 ივლისის ჩათვლით, ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს იაფი სადაზღვევო პაკეტი და 1 წლის მანძილზე, 20 ლარზე ნაკლებად, მიიღოს 8000 ლარის სამედიცინო მომსახურება. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს3-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, გარდა სახელმწიფო სახსრებით უკვე დაზღვეული პირებისა.
კერძოდ:
• სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები - 900 000 ადამიანი;
• შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზღვეული - 20 000 პოლიციელი და მათი ოჯახის წევრები;
• თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზღვეული - 40 000 სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები;
• თბილისის მერიის და სხვა ადგილობრივ ავტონომიური ბიუჯეტით დაზღვეული - 78 000 ადამიანი;
• პროგრამა არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც წელიწადში 180 ლარზე მეტი ღირებულების სადაზღვევო პოლისებს შეიძენენ.
რა ღირს იაფი დაზღვევა?
მოქალაქეს 19 ლარად და 80 თეთრად შეუძლია დაეზღვიოს და 1 წლის მანძილზე ისარგებლოს პირველადი ჯანდაცვით, გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორული მომსახურებით, აგრეთვე სამედიცინო დახმარებით უბედური შემთხვევის დროს.
გადახდის პრინციპი
მინიმალური სადაზღვევო პაკეტის ღირებულება წელიწადში 60 ლარია
• სახელმწიფო იხდის 67%-ს, რაც თვეში შეადგენს 3.35 ლარს, ხოლო წელიწადში 40.20 ლარს;
• მოქალაქეს, ჯანმრთელობის იაფი დაზღვევა, თვეში 1.65 ლარი, ხოლო წელიწადში კი 19.80 ლარი უჯდება;
• თანხის გადახდა ხდება ერთჯერადად, დაზღვევისთანავე, რაც შეადგენს წლიური დაზღვევის მინიმალური შენატანის 33%-ს, ანუ 12 თვის პრემიას - 19.80 ლარს.
როგორ დავეზღვიოთ?
მოქალაქე თავად ირჩევს სადაზღვევო კომპანიას. ხელშეკრულების გასაფორმებლად საკმარისია მხოლოდ ერთი დოკუმენტის წარდგენა
• სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობა
• 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - დაბადების მოწმობა
თან იქონიეთ 1 წლიანი სადაზღვევო პოლისის შესაძენად საჭირო 19.80 ლარი
სადაზღვევო პოლისის მოქმედება იწყება ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე.
| პოლისით გათვალისწინებული მომსახურება | ლიმიტი | სადაზღვევო კომპანიის ანაზღაურების პროცენტი % |
| უბედური შემტხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება | 5 000 ლარი | 100% |
| გადაუდებელი სტაციონარული მომსხურება | ღირებულების 50%, არაუმეტეს 1 000 ლარისა | |
| გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება | 300 ლარი | 100% |
პირველადი ჯანდაცვა: | ||
| ექიმთან / ექთანთან ვიზიტი | ულიმიტო | 100% |
კლინიკო / ლაბორ. კვლევა
ელექტრო კარდიოგრაფია | წელიწადში
წელიწადში |
|
