სიახლეები
2009-05-27 16:49:02
გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში

2009 წ. 24 მაისს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის გასვლით სხდომაში, რომელიც ჩატარდა დედოფლისწყაროში.
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის და სოსოციალური პროგრამების, სოციალური სუფსიდირების, სადაზღვევო კომპანიების ჯი-პი აისა და ირაოს, მედიატორის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები.
სხდომაზე განხილული იქნა სახელმწიფო პროგრამებით განხორციელებული ჯანმრთელობის დაზღვევის და ეგრეთ წოდებული ბაზისური დაზღვევის მიმდინარეობის საკითხები. სხდომაზე ინფორმაცია გააკეთა კომიტეტის თავჯდომარემ-ოთარ თოიძემ. სახელმწიფო პროგრამების და ბაზისური დაზღვევის თაობაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს ჯანმრთელობისა და სოც.პროგრამების სააგენტოს პასუხისმგებელმა მუშაკებმა.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთმყოფი მოსახლეობისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცედურაზე ინფორმაცია გააკეთა სოციალური სუფსიდირების წარმომადგენელმა. სახელმწიფო პროგრამით განხორციელებული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმდინარეობის თაობაზე დედოფლისწყაროში ინფორმაცია წარმოადგინა ჯი-პი-აის და ირაოს წარმომადგენლებმა.
დაზღვეულების მხრიდან სადაო საკითხებზე, ინფორმაციულობის გაზრდაზე და განმარტებების მიცემაზე დამსწრეთ ინფორმაცია მიაწოდა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსმა მედიატორმა-არჩილ ცერცვაძემ, მან აგრეთვე ისაუბრა მედიაციის სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე და იმ სერვისების თაობაზე რისი მიწოდებაც შეუძლია სამსახურს. მოხსენებების ბოლოს გაიმართა დისკუსია და კითხვა პასუხი დამსწრე საზოგადოებასა და კომიტეტის წევრების და დაზღვევის სფეროს წარმომადგენლებს შორის.

