პრესკონფერენცია ”ვერე პალასში”
2009 წლის 29 სექტემბერს 16 საათზე სასტუმრო ”ვერე პალას”-ში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ CoReform-ის მხარდაჭერით გაიმართა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის პრესკონფერენცია.
2009 წლის 19 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის თანამშრომლები, სადაზღვევო კომპანიებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ატარებდნენ გასვლით შეხვედრებს ცხინვალისა და კოდორის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან, კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, მათი ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებზე. ჩატარებულია 50-ზე მეტი შეხვედრა, 17000-ზე მეტ ადამიანთან. მათ დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები(ჩანთები და ჭიქები) ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურისა და USAID-ის ლოგოებით, სადაც დატანილი იყო მედიაციის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ USAID-ის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
პრესკონფერენციის დროს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსმა, მედიატორმა ბატონ არჩილ ცერცვაძემ ისაუბრა მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოვლენილ პრობლემატიკასა და აქტუალურ საკითხებზე, ასევე წარმოადგინა შესაბამისი ფოტო მასალა. მოხსენების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი მოწვეულ ჟურნალისტებსა და ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის წარმომადგენლებს შორის რის შემდეგაც სტუმრებს გადაეცათ ანალოგიური სამახსოვრო საჩუქრები და ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალა.

