შეხვედრა კაფეში ”Les Coulisses”
2009 წლის 23 დეკემბერს 16 საათზე მიხელი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის კაფეში ”Les Coulisses” ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურმა ჩაატარა შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, მედიაციის სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა, მედიაციის სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის პირველ ნაწილში ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსმა, მედიატორმა ბატონ არჩილ ცერცვაძემ მოწვეულებს გააცნო სამსახურის 2009წლის ანგარიში, მეორე ნაწილი კი დაეთმო ტელე და პრესის ჯურნალისტების დაჯილდოებას. წარმოდგენილი იქნება ორი ნომინაცია: „წლის საუკეთესო რეპორტაჟი მედიაციის შესახებ„ და „საუკეთესო პუბლიკაცია მედიაცის შესახებ„.
გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები. წარმოდგენილ ნომინაციებში გაიმარჯვეს ტელე-გადაცემა - „ბიზნეს კურიერმა„ და ჟურნალმა - „ოჯახის მკურნალმა“. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები და სიგელები.
შეხვედრა დასრულდა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ბანკეტით.

